ისრაელის სამეცნიერო–სამხედრო დაწესებულებაში შექმნილია გველის ფორმის რობოტი, რომელიც დაფარულია კამუფლაჟით. ფორმის უპირატესობა გამოიხატება იმაში, რომ მას შეუძლია მაქსიმალურად შეუმჩნევლად გადაადგილება.
მისი ტალღისებრი მოძრაობა რობოტის ნებისმიერი სახის ზედაპირზე გადაადგილების საშუალებას იძლევა.
რობოტი გამოიყენება დაზვერვის ოპერაციებისთვის. მასში ჩამონტაჟებული მიკროფონი და მრავალდიაპაზონიანი ვიდეო კამერები სურათების გადაღების საშუალებას იძლევა როგორც დღის, ასევე ღამის შუქზე.
გველი–რობოტის პირველად შექმნის შემდეგ მისმა კონსტრუქციამ საგრძნობი ცვლილებები განიცადა. იმის მაგივრად, რომ იგი წარმოადგენდეს ერთ მთლიანს, როგორიც იყო პირველი მოდელი, ახალ მოდელში კონსტრუქცია დაიყო მთლიანად ერთმანეთისგან დამოუკიდებელ მოდულებად. თითოეულ მოდულს გააჩნია დამოუკიდებელი მიკროპროცესორი ("ტვინი"), მოძრაობის სისტემა, აკუმულატორის ელემენტი და სხვადასხვა დაჩიკების ქსელი.
რობოტის კონსტრუქციის სეგმენტები შემუშავებულია ისე, რომ მათი შეერთების შემთხვევაში (გველის ფორმად), მოქმედებენ როგორც ერთი მთლიანი კონსტრუქცია. როგორც აღვნიშნეთ რობოტს შეუძლია ნებისმიერ ზედაპირზე გადაადგილება, ხეზე ასვლის ჩათვლით. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე სეგმენტი მწყობრიდან გამოვიდა, გველი იშლება ცალ–ცალკე სეგმენტებად და ფუნქციონირებას აგრძელებენ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად. სამხედრო დავალების შესრულების დროს რობოტის ცალკეული სეგმენტებს შეუძლიათ განცალკევება და თითოეულ მათგანს შეუძლია შეასრულოს დამოუკიდებელი დავალება.
გველი–რობოტის სიგრძე განისაზღვრება კონკრეტული შესასრულებელი ამოცანის მიხედვით. ამჟამად მუშაობენ რობოტის გადაადგილების სისტემის დახვეწაზე. მოსალოდნელია, რომ რობოტი მალე ჩადგება ისრაელის არმიის სამსახურში.
0 კომენტარი:
Post a Comment