ქართული საიტების ტრანსლიაცია LIVE

მოგწონთ ეს ბლოგი?

ახალი ჰოლოგრაფიული 3D ტელევიზორი

კომპანიამ InnoVision Labs წარმოადგინა ახალი ჰოლოგრაფიული ტელევიზორი, რომელსაც არ სჭირდება სპეციალური სათვალე და შესაძლებელია გამოსახულების დანახვა ნებისმიერი ადგილიდან.
 ლას ვეგასის CES-2011 (Consumer Electronics Show) გამოფენაზე წარმოდგენილი იქნა მოწყობილობა, რომელსაც შეუძლია ორგანზომილებიანი გამოსახულების და ვიდეოს გარდაქმნა ჰოლოგრამად. პროტოტიპს ჰქვია HoloAd Diamond და იგი წარმოადგინა კომპანიამ InnoVision Labs.
 


 
ინტერნეტ გამოცემის Dvice კორესპოდენტების გადმოცემით, მოწყობილობის მიერ გარდაქმნილი  ჰოლოგრამა გამოიყურება გაცილებით უკეთესად, ვიდრე მანამდე მათ მიერ ნანახი 3D მოწყობილობების მიერ შექმნილი ჰოლოგრამები. შესამოწმებლად მათ შეაერთეს თავიანთი ფლეშკა და დარწმუნდნენ, რომ სურათებმა შეიძინეს სიღრმე.
 
ჰოლოპროექტორს შეუძლია ჰოლოგრამად გარდაქმნას ვიდეო გამოსახულებაც. 

HoloAd წარმოადგენს პრიზმას, რომელიც წარმოადგენს სხივის ნაკადის გარდამტეხს, რაც ჰოლოგრამის ნებისმიერი ადგილიდან დანახვის საშუალებას იძლევა. მისი განსაკუთრებულობა გამოიხატება იმაშიც, რომ არ მოითხოვს სპეციალური სათვალის გამოყენებას. 

გამოფენაზე კომპანიის მიერ წარმოდგენილი იქნა 2 მოდელი: DS3_King 1280x1024 გაფართოებით, რომლის წონაა 95 კგ. და DS3_Queen – 640x480 გაფართოებით, 16 კგ წონით.  კომპანია InnoVision – ის წარმომადგენლების განცხადებით ეს მოწყობილობა არის მომავალი 3D ტელევიზორების წინამორბედი.
Blog Widget by LinkWithin

0 კომენტარი:

Post a Comment

საიტის მასალის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია ლინკის მითითება.
 
 
ელ.ფოსტა: mygeronia@gmail.com