SAMSUNG ZX310 9 Series |
კომპანია სამსუნგმა ( ) CES-2011 გამოფენაზე, რომელიც გაიმართა ლას–ვეგასში, წარმოადგინა 9 სერიის ახალი ნოუთბუქი - ZX310 9 Series.
ახალი ნოუთბუქი თავისი კონკურენტებისაგან განსხვავდება კორპუსის სისქით. ახალი ZX310 მოდელი წარმოადგენს ულტრა თხელი კორპუსის მქონე ნოუთბუქს.
იგი შექმნილია ლურალუმინის მასალისგან, რომელიც უფრო მყარია, ვიდრე ჩვეულებრივი ალუმინი (იგი გამოიყენება ავია მშენებლობაში) და ცნობილ Mac Book Air – ზე უფრო თხელია.
ნოუთბუქს უყენია Intel i7 პროცესორი. მისი ოპერატიული მეხსიერების გაზრდა შესაძლებელია 8GB – მდე. ნოუთბუქს აქვს 13.6 დიუმის ეკრანი და მუშაობს Windows 7 – ზე, რომლის ჩატვირთვაც ხდება 12 წამში. სიახლის ბაზარზე გამოსვლას ალოდებიან 2011 წლის აპრილისთვის.
0 კომენტარი:
Post a Comment