კომპანია ვერტუმ (Vertu) წარმოადგინა მორიგი პრემიუმ კლასის მობილური ტელეფონი სპორტულ სტილში. მოწყობილობის სახელია - Ascent Ferrari GT და მისი დიზაინი შესრულებულია ფერარის (Ferrari) სპორტული მანქანის სტილში.
ტელეფონის კორპუსი დაფარულია დაბურული შავი ფერის PVD ზედაპირით და წითელი ტყავით, ისევე, როგორც ფერარის სალონი. გარდა ამისა მოდელის უკანა სახურავზე გამოსახულია ავტოკონცერნის ლოგო.
მობილური ტელეფონი გამოვა შეზღუდული რაოდენობით - როგორც ვერტუში ამბობენ გამოშვებული იქნება მხოლოდ 2011 ცალი. ტექნიკური მონაცემებით აპარატი იქნება იგივე , რაც ვერტუს ბოლო თაობის ტელეფონი -Vertu Ascen .
ტელეფონს ექნება ორ დიუმიანი ეკრანი 240х320 გაფართოებით, 5MP კამერა და ჩამწერი, 32MB ოპერატიული მეხსიერება, GPS მიმღები და იმუშავებს WCDMA და GSM ქსელებში. მასში ჩაწერილი იქნება ვერტუს პროგრამული უზრუნველყოფა. სიახლის გასაყიდი ფასი ჯერ-ჯერობით არ ხმაურდება.
2 კომენტარი:
ძალიან ლამაზი მობილურია
გმადლობთ კომენტარისთვის. მეც ძალიან მომწონს ეს ტელეფონი
Post a Comment