ქართული საიტების ტრანსლიაცია LIVE

მოგწონთ ეს ბლოგი?

სხვადასხვა ფერის სამყაროები. ნაწილი III

მაშ ასე, ვაგრძელებთ სამყაროების ღწერას.

ფორთოხლისფერი სამყარო ანუ მექანიზმების სამყარო

ლურჯ სამყაროში გამეფებული დოგმები,რომელიც აღვწერეთ  სტატიაში სხვადასხვა ფერის სამყაროები. ნაწილი II ხელს უწყობს წესრიგის შენარჩუნებას და შედარებით სამართლიანობას, მაგრამ ამუხრუჭებს განვითარებას.
ლურჯი ფერის სამყაროს იდეალია საზოგადოება, რომელიც გაშეშებულია გაუნძრევლად. მაგრამ მის მაცხოვრებლებს სურთ განვითარება და არც თუ იშვიათად მათ აღიზიანებთ ლურჯი ავტორიტეტების შეცდომები და მათი აშკარა შეუთავსებლობა სამყაროს სურათის დოგმებთან. 

და სწორედ ამ დროს ლურჯ სამყაროში ჩნდებიან ფორთოხლისფერი სამყროს წარმომადგენლები. 

ფორთოხლისფერი სამყარო ეს არის მექანიზმების, რაციონალური და შემეცნებითი  ესე იგი მართვადი სამყარო. თუ ჩვენ შევძლებთ ამ სამყაროს კანონების შეცნობას, ფიქრობს ფორთოხლისფერი ადამიანი, მაშინ ჩვენ შევძლებთ გამოვიყენოთ ისინი ჩვენს სასარგებლოდ. 

ფორთოხლისფერი ადამიანისთვის ცხოვრება ისეთივეა, როგორც შახმატის პარტია, სადაც უნდა იცოდე წესები, აირჩიო კარგი სტრატეგია, დაასწრო კონკურენტს და თამაში მოგებული გაქვს. სწორედ გამარჯვება არის ფორთოხლისფერი სამყაროს საკვანძო სიტყვა და ამიტომ ამ სამყაროში გამარჯვების სიმბოლოები ფასობს მეტად, ვიდრე წითელი ძალაუფლება ან ლურჯი წესები, რომლების იყო წინა სამყაროებში.

ფორთოხლისფერი ადამიანებისათვის მიზანი არის მოგება და ამიტომ მათი კუმირია ტექნოლოგია, ცხოვრების სტილი და პრინციპი კი, კონკურენცია. მაგრამ ფორთოხლისფერი სამყარო სრულებით არ ჰგავს წითელ სამყაროს, რომელშიც შეცდომებს არ პატიობენ. აქ შეიძლება მოიგო, წააგო და ისევ მოიგო, დაეცე და ისევ წამოდგე. ამ სამყაროში ადამიანები არ ჩერდებიან და არ კმაყოფილდებიან მიღწეულით, მუდმივად უმტკიცებენ საკუთარ თავსაც და სვებსაც, თეზისს "მე შემიძლია". აქ ადამიანი ცხოვრების წესით არის მეწარმე, თუმცა შესაძლებელია სულაც არ იყოს დაკავებული ბიზნესით. ნებისმიერ საქმეში იგი ყოველთვის იღწვის წარმატებისა და მოგებისაკენ, აღიქვამს ყველას გარშემო თავის მოწინააღმდეგედ თამაშში.

ამ სამყაროში დღეს ცხოვრობს მოსახლეობის დაახლოებით 30%. აქ ცხოვრობენ მეცნიერები, მეწარმეები, კულტურის წარმომადგენლები და ა.შ. ფორთოხლისფერი სამყაროს ტიპიური სტრუქტურაა კორპორაცია, რომელსაც გააჩნია რთული სტრუქტურა და რომელსაც ხელმძღვანელობს ადამიანი, რომელიც მის სათავეში მოხვდა ნამდვილად დიდი დამსახურებისთვის.

მწვანე სამყარო ანუ ჰარმონიის სამყარო

ფორთოხლისფერ რბოლას წარმატებისაკენ სახღვარი არა აქვს. ამ უსაზღვრო რბოლისგან და კონკურენციისგან, უსულობისგან და უთანაბრობისგან, ან უბრალოდ ამ თამაშში ჩერთვის სურვილის უქონლობის გამო, ნაწილი ადამიანები ბრუნდებიან ლურჯ სამყაროში, სადაც არის აზრი და პასუხი ბევრ კითხვაზე. მაგრამ ასეთი გამოსავალი ყველას არ აწყობს. ამიტომ ნაწილი ადამიანებისა გადადის მწვანე სამყაროში.

მწვანე სამყარო ეს არის ჰარმონიისა და ერთობლივი განვითარების, სიყვარულზე და ურთიერთგაგებაზე დამყარებული სამყარო. ეს არის ჰუმანიზმის, მზრუნველობისა და სულიერების სამყარო. მასში დაწესებული წესები საჭირო არ არის. ამ სამყაროს ძირითადი ფასეულობებია არა ძალაუფლება ან ფული, არამედ ურთიერთობები და კონსენსუსი.

მწვანე სამყაროში შესასვლელი ბარიერია პიროვნული განვითარების მაღალი დონე. სამყაროს ლოზუნგია "შენაგანი და არა გარედან დადგენილი წესები". სამაგიეროდ ამ სამყაროს პროდუქტიულობა საკმაოდ დაბალია.

ისტორიულად ამ სამყაროს ჩანასახები არსებობდა ასეული წლის წინად, მაგრამ ძირითადად მისი წარმოშობის პერიოდია ჰიპების და ბიტლების ეპოქა. აქ მოქმედებს სამართლიანობის და თანასწორობის პრინციპები. დღეს მწვანე სამყაროში ცხოვრობს მოსახლეობის დაახლოებით 10%, თუმცა ეს პროცენტი ალბათ გადაჭარბებულია.

ყვითელი სამყარო ანუ სამყარო კალეიდოსკოპი

მწვენე ფერი ტყუილად არ ჰგავს ჭაობის ფერს. იმისთვის, რომ მასში არ დაირღვეს ჰარმონია და ერთმანეთის ინტერესები, მასში ყველაფერი ხდება ძალიან ნელა და არც თუ ეფექტურად.  ადამიანები, რომლებსაც ასეთი ცხოვრება არ აწყობთ, გარბიან მწვანე სამყაროდან და სერფინგის მოცურავის მსგავსად დაცურავენ ზედაპირზე. ყვითელი სამყაროს მაცხოვრებელი არ აძლევს არავის არც ფულით, არც ძალაუფლებით და არც სტატუსით მისი დაჭერის საშუალებას.

ყვითელი სამყარო ეს არის ქსელური საზოგადოების სამყარო. იგი წარმოიშვა სულ ცოტა ხნის წინ, ინტერნეტის მასიურ გავრცელებასთან ერთად, რომელიც წარმოადგენს თვითგამოხატვის და თვითრეალიზაციის ღია გარემოს.

ეს სამყარო წარმოადგენს სისტემებისა და ფორმების კალეიდოსკოპს. აქ მუდმივი ცვლებადობა ცხოვრების ნორმაა. ყვითელი სამყაროს ადამიანი ცხოვრობს ერთდროულად ბევრი ადამიანის ცხოვრებით და შეუძლია თავისუფლად იმოგზაუროს სამყაროებში: წითელშიც, მწვანეშიც, ლურჯშიც და ა. შ. თავისუფლება და დამოუკიდებლობა არიან ამ სამყაროს ფასეულობები. აქ შესაძლებელია საკუთარი მიზნების მიღწევა ისე, რომ არავის არ ავნო, მაშინ როდესაც წითელ სამყაროში გამარჯვებულს ეკუთვნის მხოლოდ ის, რაც მან წაართვა სხვას, ხოლო ფორთოხლისფერში – ის, რაც მან მოიგო.

ფირუზისფერი სამყარო ანუ ორგანიზმის სამყარო

დაუსრულებლად შეიძლება ყვითელი ფერის სამყაროში მოგზაურობა და სურათების თვალიერება, როგორც შოუ. მაგრამ ადრე თუ გვიან ეს ყველაფერი შეიძლება ადამიანს მოსწყინდეს. და მაშინ იწყება ახალი, ფირუზისფერი სამყაროს ძებნა. ეს სამყარო მხოლოდ ეხლა ჩნდება ჰორიზონტზე ცალკეული იდეების სახით, წიგნებისა და მოაზროვნე ადამიანების სახით და ამიტომ მასზე ჯერ–ჯერობით ცოტა რამ თუ შეიძლება ითქვას.

როგორი იქნება ფირუზისფერი სამყარო და იქნება თუ არა იგი ბოლო, ძნელი სათქმელია. მხოლოდ ერთი რაც შეიძლება ითქვას ყველა სამყაროს წარმომადგენლებს ეგონათ, რომ მათი სამყარო იყო ბოლო და სრულყოფილი, მანამდე, სანამ არ ჩნდებოდა შემდეგი სამყარო.

მაგრამ კიდევ რეთხელ ვიტყვით, რომ ბუნებაში "სუფთა ფერები" არ არსებობს, ამიტომ ერთი და იგივე ადამიანი სხვადასხვა სიტუაციაში შეიძლება იყოს სხვადასხვა ფერის სამყაროს წარმომადგენელი. 

ასევე, სამყაროები (ადამიანების სახით) ერთად არსებობენ ერთი კომპანიის, სახელმწიფოს, სახლის პირობებში. როდესაც სამყაროები განსხვავებულია , ადამიანებს უჭირთ ერთმანეთის გაგება.

აზროვნების პარადიგმები, როგორც პირველ სტატიაში აღვნიშნეთ, ასახავენ აზროვნების საშუალებას და არა ფასეულობებს ან ქცევის ნორმებს. ამიტომ  მნიშვნელოვანია არა ის, თუ რა გააკეთა ადამიანმა, არამედ ის, თუ როგორ მივიდა იგი ამ მოქმედების გადაწყვეტილებამდე.


ჩემი აზრით თეორია საკმაოდ საინტერესოა. და თუ თქვენც დაგაინტერესათ,  მალე შემოგთავაზებთ მის გამოყენებას თეორიას უკვე კომპანიების და ბიზნესის სფეროში.



                                                                               სტატია ნათარგმნია ჯერონიას მიერ.
Blog Widget by LinkWithin

1 კომენტარი:

Anonymous said...

ვინ არის სტატიის ავტორი?

Post a Comment

საიტის მასალის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია ლინკის მითითება.
 
 
ელ.ფოსტა: mygeronia@gmail.com