ქართული საიტების ტრანსლირება LIVE

მოგწონთ ეს ბლოგი?

ეფლი (Apple), ბრენდის ისტორია

კომპანია ეფლი (Apple) დაარსდა 1976 წლის 1 აპრილს კალიფორნიაში მისი დამფუძნებლები სტივ ჯობსი (Steve Jobs) და სტივ ვოზნიაკი (Stephen Gary Woźniak), ჯერ კიდევ სკოლიდან იცნობდნენ ერთმანეთს. დროთა განმავლობაში კომპანია   ეფლის შეუერთდა მესამე წევრი – რონ ვეინი. 1970 – იან წლებში რონ ვეინი იყო კომპანია ატარის (Atari) ერთ–ერთი წამყვანი ინჟინერი.

პირველი პროექტი, რომელიც განახორციელეს ჯობსმა და ვოზნიაკმა იყო მოწყობილობა BlueBox. ეს იყო ელექტრონული მოწყობილობა, რომელიც ტელეფონის ქსელში აგზავნიდა იმპულსებს და მწყობრიდან გამოყავდა სატელეფონო სადგური. ამ მოწყობილობით შესაძლებელი იყო მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში უფასოდ დარეკვა. მათ შეძლეს  200 –ზე მეტი Bluebox –ის შექმნა და გაყიდვა.

1976 წელს გამოვიდა ეფლის პირველი კომპიუტერი Apple Computer I.  პრეზენტაცია გაიმართა კომპიუტერულ კლუბში Homebrew Computer Club, რითაც ახალგაზრდა კომპანიამ მიიქცია მსოფლიოში პირველი კომპიუტერული მაღაზიის Byte Shop – ის ყურადღება .  ამ მოვლენის შედეგად საგრძნობლად გაიზარდა შეკვეთების რაოდენობა და ამიტომ საჭირო გახდა ინვესტიციების მოძიება კომპანიისთვის. სულ მალე სტივ ჯობსის აქტიურობით ეფლიმ მიიღო პირველი ინვესტორი – მილიონერი არმას კლიფ მარკკულუ, რომელმაც  საკუთარი 90 000 დოლარის და ამერიკის ბანკის  (Bank of America) 250 000 დოლარის კრედიტის ინვესტირება მოახდინა კომპანიაში. შედეგად 1977 წლის 3 იანვარს ფირმა ეფლი (Apple Computer) გახდა სააქციო საზოგადოება.

1977 წელს ეფლის პრეზიდენტი გახდა მაიკლ სკოტი. ამ პერიოდში მოხდა განსაკუთრებული გარღვევა კომპიუტერულ ბაზარზე. კომპანიამ გაოუშვა პირველი ფერადი გრაფიკის მქონე პერსონალური კომპიუტერი Apple Computer II.. სწორეს ეს მოდელი ითვლება პირველ პერსონალურ კომპიუტერად.  მისი ჩვენება მოხდა კომპიუტერულ გამოფენაზე West Coast Computer Faire.შეიქმნა ეფლის სამარკო ნიშანი – ყველასთვის ცნობილი ვაშლი  ( შექმნილი სარეკლამო კომპანია Regis McKenna –ის მიერ), რომელიც 2000 წლამდე შეფერილი იყო ცისარტყელის ფერებად. 

მიუხედავად მაღალი ფასისა (1300 დოლარი), კომპიუტერი Apple Computer II სარგებლობდა უდიდესი მოთხოვნით. მთლიანობაში გაყიდული იქნა 2 მილიონი ეგზემპლარი. გამოშვება გრძელდებოდა 1990 წლამდე.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წარმატება ეფლის მოუტანა 5,25 დიუმიანმა დისკავოდმა Disk II.

1984 წლის აპრილში გამოვიდა კომპიუტერის ახალი მოდელი Apple IIc, რომელშიც პირველად იქნა გამოყენებული განახლებული პროცესორი 65C02. გარდა ამისა კომპიუტერში ჩამონტაჟებული იყო დისკის წამკითხავი, ოპერატიული მეხსიერება – 128 КБ და პირველად გამოყენებული იქნა მოდემის, პრინტერის, მაუსის და ჯოისტიკის მისაერთებელი პორტები.

1983 წელს კომპანია ეფლიმ (Apple) გამოუშვა კომპიუტერის ახალი მოდელი – Lisa. ეს იყო მნიშვნრლოვნად გაუმჯობესებული მონაცემების მქონე კომპიუტერი. ფასი შეადგენდა 9995 დოლარს. მისთვის სპეციალურად შექმნილი იყო ახალი ოპერაციული სისტემა. მაგრამ, იმის გამო, რომ კომპიუტერ Lisa –ს გაყიდვების მაჩვენებელი საკმაოდ დაბალი აღმოჩნდა, 1984 წელს შეიქმნა გაუმჯობესებული Lisa 2, რომლის ფასი საგრძნობლად დაბალი იყო წინა მოდელთან შედარებით. მიუხრდავად ამისა წარმატება არც მას ხვდა წილად. ამიტომ კომპანიის ხელმძღვანელობამ დაიწყო ფიქრი შედარებით დაბალფასიანი მოდელების შექმნაზე. 

ასე შეიქმნა პროექტი მაკინტოში (Macintosh). კომპიუტერი არ გამოირჩეოდა განსაკუთრებული ტექნიკური მონაცემებით, აერთიანებდა სისტემურ ბლოკს და მონიტორს, პროცესორის ტაქტის სიხშირე იყო 8 МГ, ოპერატიული მეხსიერება შეადგენდა 128 kb -ს მყარი დისკი იყო 400 kb.

მიუხედავად მწარმოებლების მცდელობისა მაკინტოში (Macintosh) მაინც არ გამოვიდა იაფი მოდელი. მისი ფასი შეადგენდა 2500 დოლარს.

1986 წელს ეფლიმ (Apple) დახვეწა Macintosh SCSI ინტერფეისით. იმავე წელს გამოვიდა იეროგლიფებზე სამუშაო ოპერაციული სისტემა – KadjiTalk, რითაც კომპანიამ მოახერხა აზიური ბაზრის ათვისება.

1987 წელს ბაზარზე გამოვიდა Macintosh II. ამ მოდელში გადაწყდა მონიტორის და სისტემური ბლოკის განცალკევება.

1990 წელს კომპანიამ გამოუშვა თავისი ყველაზე ძვირი მოდელის კომპიუტერი–Mac IIfx, რომელიც ღირდა 10 000 დოლარი.

1997 წელს ეფლიმ გამოუშვა ახალი თაობის კომპიუტერს G3. ტექნოლოგიურად ახალი პროცესორები საგრძნობლად უსწრებდა Intel – ს. გარდა ტექნიკური მონაცემებისა G3 კომპიუტერები დიზაინის თვალსაზრისითაც საკმაოდ ლამაზად გამოუყურებოდა.

1999 წელს გამოვიდა ეფლის ნახევრად გამჭვირვალე კორპუსიანი ფერადი კომპიუტერების სერია Power Macintosh G3, რომლებიც  ითვლებოდა პროფესიონალი დიზაინერების და გეიმერების მოდელებად. მათი ფასი შეადგენდა 1600 დან 4000 დოლარამდე.

2000 წელს გამოდის Power Mac G4 Cube.

2001 წელს კომპანია უშვებს პირველ აიფონს (iPod). მისი ზომები იყო 100x62x18 мм და იწონიდა 184 გრამს. 

2003 წელს იქმნება ახალი პროცესორი –G5.

2006 წელს გამოდის ეფლის პირველი Intel – ის პროცესორის ბაზაზე შექმნილი კომპიუტერი – iMac და MacBook Pro.

2008 წელს ანონსირებული იქნა ახალი აიფონის – iPhone 3G გამოშვების შესახებ. ამავე წლის მონაცემების მიხედვით კომპანიამ გაყიდა 4,7 მილიონი ტელეფონი, მისი წილი  ტელეფონების მსოფლიო ბაზარზე შეადგენდა 12,9 %.

დღევანდელ დღეს ეფლის ნოუთბუქები MacAir, არის ყველაზე თხელი ნოუთბუქი მსოფლიოში – ალუმინის კორპუსით.

ბრენდი ეფლი (Apple)  – დღესაც ერთ–ერთი წარმატებული და ძლიერი კომპანიაა თანამედროვე ტექნოლოგიების სფეროში.

Geronia


Blog Widget by LinkWithin
საიტის მასალის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია ლინკის მითითება.
 
 
ელ.ფოსტა: mygeronia@gmail.com