ქართული საიტების ტრანსლიაცია LIVE

მოგწონთ ეს ბლოგი?

ნაიკი (Nike), ბრენდის ისტორია

კომპანია ნაიკი (Nike) შეიქმნა 1964 წელს. ნაიკის (Nike) ისტორია – ეს არის კიდევ ერთი დამამტკიცებელი მაგალითი იმისა, რომ სწორად გათვლილი მარკეტინგული გადაწყვეტილებების მიღებით შესაძლებელია კინკურენცია გაუწიო ნებისმიერ კონკურენტს, როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს იგი.

კომპანია ნაიკის (Nike) დამფუძნებლები იყვნენ ამერიკელი სტუდენტი ფილ ნაიტი და ბილ ბაუერმანი. მათ ერთმანეთი გაიცნეს 1957 წელს ორეგონის შტატის უნივერსიტეტში.


იმ პერიოდისათვის ბილ ბაუერმანი იყო ამერიკაში ერთ–ერთი ცნობილი მწვრთნელი მძლეოსნობაში, ფილ ნაიტი კი იყო უნივერსიტეტის სტუდენტი და მისი გუნდის წევრი საშუალო დისტანციაზე სირბილში. ბილ ბაუერმანის სპორტული გუნდის 44 აღზრდილი გახდა ამერიკის ნაკრების წევრი, 19 მათგანი ოლიმპიელი. იგი არ ეძებდა უკვე ცნობილ სპორცმენებს, არამედ ავარჯიშებდა სირბილში სტუდენტებს. 1972 წელს ბაუერმანი მიიწვიეს ამერიკის მსუბუქი მძლეოსნობის ოლიმპიური ნაკრების მწვრთნელის თანამდებობაზე.

იმ პერიოდში სპორცმენებს პრაქტიკულად არ ჰქონდათ სპორტული ფეხსაცმლის არჩევანის საშუალება. კომპანიის ადიდასი (Adidas) >> ფეხსაცმელი ღირდა საკმაოდ ძვირი (30 დოლარი), ჩვეულებრივი ამერიკული ბოტასები კი 5 დოლარი, მაგრამ ეს ბოტასები იყო ძალიან მოუხერხებელი და დამღლელი, განსაკუთრებით სირბილის დროს.

ამ პრობლების გამოსასწორებლად ნაიტმა მოიფიქრა და შეადგინა გეგმა, რომლის მიხედვითაც გადაწყვიტა ხარისხიანი ბოტასების შეკერვა შეეკვეთა აზიაში და გაეყიდა ამერიკაში ადიდასზე გაცილებით დაბალ ფასში. ნაიტი , რომელიც 60 – იან წლებში განათლებას იღებდა ეკონომიკური განხრით МВА – ში, სტენფორდში, პარალელურად ესწრებოდა ფრენკ შელენბერგერის სემინარებს. გადმოცემის თანახმად, ერთ–ერთ სემინარზე მიცემული იყო დავალებად მცირე კერძო ბიზნესის განვითარების სტრატეგიის შემუშავება. სწორედ მაშინ მოუვიდა მას აზრად საკუთარი კომპანიის შექმნის კონცეფცია.

აზიურ მწარმოებლად შერჩეული იქნა იაპონია, რადგანაც იქ წარმოება ჯდებოდა საკმაოდ იაფი. 1963 წელს ფილ ნაიტი მიემგზავრება იაპონიაში და იქ აფორმებს ხელშეკრულებას ადგილობრივ Onitsuka – ს ფაბრიკასთან მაღალხარისხიანი იაპონური ბოტასების – Tigers ამერიკაში გაყიდვასთან დაკავშირებით. ნაიტი იაპონელებს ეცნობოდა არარსებული ამერიკული ბოტასების დისტრიბუტორი ფირმის – Blue Ribbon Sports სახელით, რომელიც ვითომდა დაინტერესებული იყო მათი ნაწარმის ამერიკის ტერიტორიაზე შეტანით.
ამერიკაში დაბრუნების შემდეგ 26 წლის ნაიტი პირდაპირ სატვირთო მანქანიდან იწყებს ბოტასების გაყიდვას სარბენ ბილიკთან ახლოს. მის მიერ გამომუშავებული იქნა 8000 დოლარი.

რამდენიმე წყვილი ბოტასი ნაიტმა გაუგზავნა თავის მწვრთნელს – ბილ ბაუერმანს, რომელიც მაშინვე დაინტერესდა ამ საქმით. პარტნიორებმა 200 წყვილი იაპონური ბოტასის შესაძენად საქმეში ჩადეს 500 - 500 დოლარი და ოფიციალურად ჩამოაყალიბეს კომპანია - ”Blue Ribbon Sports”.   ნაყიდი საქონლის გასაყიდად ნაიტი დადიოდა მძლეოსნობის სკოლებში და პირდაპირ საკუთარი მანქანიდან ყიდდა ბოტასებს. ნაუერმანი კი მუშაობდა ახალი მოდელების შექმნაზე.

მოკლე ხანში აყვანილი იქნა პირველი თანამშრომელი – ჯეფ ჯონსონი, რომელსაც დაევალა გაყიდვების მენეჯერის ფუნქციის შესრულება. ამბობენ, რომ სწორედ ჯეფის მოფიქრებულია კომპანიის სახელწოდება ნაიკი (Nike) (ბერძნული მითოლოგიის მიხედვით ეს იყო გამარჯვების ქალღმერთს). ჯონსონი იწერდა თითოეული მყიდველის საკონტაქტო ინფორმაციას და გარკვეული პერიოდის შემდეგ უკავშირდებოდა შეძენილ საქონელზე აზრის საკითხავად.

1966 წელს სამეული კალიფორნიის შტატის ქალაქ სანტა–მონიკაში ხსნის პირველ ნაიკის (Nike) მაღაზიას. იქმნება ახალი მოდელები, რომლის წარმოება ხდება იაპონიაში.

მნიშვნელოვანი მოვლენა კომპანია ნაიკის ისტორიაში ხდება 1971 წელს, როდესაც სულ რაღაც 30 დოლარად პორტლანდის უნივერსიტეტის სტუდენტმა კაროლინ დევიდსონმა შექმნა კომპანიის ცნობილი ნაიკის ლოგო.

12 წლის შემდეგ – 1983 წელს, როდესაც კომპანია ნაიკი უკვე ხდება პოპულარული ბრენდი, ნაიტი პატიჟებს სადილზე კაროლინს და მადლობის ნიშნად ჩუქნის ქალბატონს კონვერტს კომპანიის გარკვეული რაოდენობის აქციებით და ნაიკის ლოგოს ბრილიანტებიან ქანდაკებას.

1972 წელს იაპონელ მომწოდებელთან უთანხმოების გამო (იაპონელმა მეწარმემ გადაწყვიტა არ დაკმაყოფილებულიყო ნაწარმის მიმწოდებლის სტატუსით და გამხდარიყო კომპანიის წილის მფლობელიც, რაზეც მან კატეგორიული უარი მიიღო) კომპანია ნაიკი , რომელსაც იმ დროისთვის უკვე გააჩნია ფინანსური საშუალება, იწყებს საკუთარ წარმოებას ამერიკაში.

1975 წელს ბილ ბოუერმანს ებადება გენიალური იდეა. სახლში ვაფლის საცხობი მოწყობილობის თვალიერების დროს უჩნდება იდეა, რომ ბოტასებსაც რომ გაუკეთდეს რელიეფური ძირი, ეს ერთის მხრივ გააუმჯობესებს ფეხის დაძვრას, ხოლო მეორეს მხრივ შეამცირებს ფეხსაცმლის წონას. ამ გენიალურმა გამოგონებამ კომპანია ნაიკი სწრაფად გაიყვანა ლიდერთა სიაში.

1984 წელს კომპანია ნაიკი დებს ხელშეკრულებას კალათბურთის სათაშოდ განკუთვნილი ბოტასების რეკლამის შესახებ 21 წლის NBA–ს ვარსკვლავთან მაიკლ ჯორდანთან (Michael Jordan). რეკლამის გასვლისთანავე წითელ–შავ ფერებში სპეციალურად მაიკისთვის შექმნილი ბოტასები, რომლითაც იგი გამოდიოდა ყველა თამაშზე, ბევრი ახალგაზრდის ოცნება გახდა. საინტერესოა, რომ იმის გამო, რომ მისი ფერები არ შეესაბამებოდა NBA – ს ფერებს, ასოციაციამ მაიკლ ჯორდანს დააკისრა 1000$ – იანი ჯარიმის გადახდა ყოველ თამაშზე. მიუხედავად ამისა იგი განაგრძობდა ნაიკის ბოტასებით – Air Jordan თამაშს. ეს სკანდალი ხელსაყრელი აღმოჩნდა კომპანიისთვის, რადგანაც იქცევდა გულშემატკივართა დიდ ყურადღებას.

კომპანია ნაიკი ამით არ კმაყოფილდება და უშვებს ახალ რეკლამას, სადაც იგი წარმოდგენილია როგორც სპორტული ფეხსაცმლის, ტანსაცმლის, საათების და სხვა სპორტული აქსესუარების გლობალური სპორტული კორპორაცია.

ამის შემდეგ კომპანიის ისტორიაში იყო ჩავარდნებიც სკანდალებიც და აღმასვლებიც.

დღევანდელ დღეს ნაიკი  (Nike). აქტიურად იყენებს კალათბურთის თემაზე შექმნილ სოციალურ ქსელს. აქტიურად არის ჩართული ახალი მოდის ბიზნესში hand-made, რომლის საშუალებითაც ინტერნეტით შესაძლებელია მომხმარებლის მიერ საკუთარი ფანტაზიით შექმნილი ნივთის შეკვეთა. გარდა ამისა კომპანიას დადებული აქვს ხელშეკრულება კომპანია ეფლისთან (Apple) (შეგიძლიათ წაიკითხოთ ეფლის ბრენდის ისტორია) საერთო ნაწარმის Nike+iPod –ის გამოშვებაზე, რომელშიც ფლეერი დაკავშირებულია მფლობელის ბოტასებთან და შეუძლია დისტანციურად გადასცეს მას გარბენის სტატისტიკური მონაცემები.

ნაიკი (Nike) აგრძელებს ცნობილი სპორცმენების სპონსორობას, აწყობს საკუთარ სპორტულ შეჯიბრებებს და ქმნის ახალ–ახალ, რევოლუციურ სპორტულ ფეხსაცმელს. დღესაც, მიუხედავად იმისა, რომ არის ლიდერი სპორტულ ბრენდებს შორის, იგი აწარმოებს აქტიურ, პროფესიონალურ, შთამბეჭდავ სარეკლამო კამპანიას.

Geronia

Blog Widget by LinkWithin

1 კომენტარი:

Unknown said...

Tumca verasodes gauwevs konkurencias adidass :)

Post a Comment

საიტის მასალის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია ლინკის მითითება.
 
 
ელ.ფოსტა: mygeronia@gmail.com