ქართული საიტების ტრანსლიაცია LIVE

მოგწონთ ეს ბლოგი?

ადიდასი (Adidas), ბრენდის ისტორია

კომპანია ადიდასი (Adidas), როგორც ცნობილია, წარმოადგენს გერმანულ მსოფლიოში ერთ–ერთ უმსხვილეს სპორტულ ბრენდს. მისი დამფუძნებელია ადოლფ დასლერი.

ადოლფი დაიბადა 1900 წლის 3 ნოემბერს გერმანიის ქალაქ ჰერცოგენაუერში. პირველი მსოფლიო ომის შემდგომი მძიმე პერიოდის შემდეგ დასლერების ოჯახმა გადაწყვიტა საკუთარი ბიზნესის დაწყება. მათ გახსნეს ფეხსაცმლის სამკერვალო ადოლფის დედის სამრეცხაოს შენობაში. სამკერვალოში მუშაობდა მთელი ოჯახი: დედა და დები ჭრიდნენ თარგებს, ხოლო ადოლფი, მისი ძმა რუდოლფი (რუდი) და მამა კერავდნენ ფეხსაცმელს.

პირველი მათ მიერ შეკერილი ფეხსაცმელი იყო ტაპკები, რომელიც იკერებოდა ჩამოწერილი სამხედრო აღჭურვილობისგან. პროდუქციის გასაღებით დაკავებული იყო რუდი, ხოლო წარმოების ორგანიზაციით და ახალი მოდელების შექმნით ადოლფი. 1924 წელს პატარა საწარმოს ეწოდა "ძმები დასლერების ფეხსაცმლის ფაბრიკა".

ფირმის საქმეები საკმაოდ კარგად აეწყო და უკვე 1925 წელს ფაბრიკამ გამოუშვა პირველი შეპებიანი ბუცები. 1927 წელს ძმების წარმოება ფართოვდება და ფაბრიკა არენდით გადადის სხვა მთლიან შენობაში. კომპანიაში ამ დროისთვის უკვე მუშაობს 25 ადამიანი და იკერება 100 წყვილი ფეხსაცმელი დღეში. ძმები ახერხებენ ცოტა ხანში მთელი შენობის გამოსყიდვას. ადოლფს იმდენად იტაცებს შიპებიანი ბუცები, რომ თითონ თავის მეგობრებთენ ერთად იწყებს გმათ გამოცდას ფეხბურთის თამაშის და სირბილის დროს. 1928 წელს ამსტერდამის ოლომპიადაზე სპორცმენები პირველად გამოვიდიან სათამაშოდ "ძმები დასლერების" შიპებიანი ბუცებით, რითაც ადოლფ და რუდოლფ დასლერების ფირმა ძალიან დიდი პოპულარობა იძენს.

1938 წელს ძმები ხსნიან კიდევ ერთ ფაბრიკას ჰერცოგენაურახში, რომელიც უშვებს 1000 წყვილ ფეხსაცმელს დღეში.

მეორე მსოფლიო ომის დაწყების გამო დასლერების ფაბრიკა ყვება დროებით ონფისკაციაში და თითონ ძმები მიდიან ფრონტზე საომრად. ერთი წლის შემდეგ ადოლფი ბრუნდება ფაბრიკაში და იწყებს სამხედროებისთვის სავარჯიშო ფეხსაცმლის კერვას.

ომის დამთავრების შემდეგ დასლერების ფაბრიკა ხვდება ამერიკელების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და განიცდის დიდ ფინანსურ კრიზისს. ერთი წლის შემდეგ ამერიკელი სამხედროები მიდიან ტერიტორიიდან. ამავე პერიოდში სამხედრო ტყვეობიდან ბრუნდება რუდოლფი.

ძმებმა იეყებენ ფაბრიკის აღდგენას ისევ ჩამოწერილი სამხედრო აღჭურვილობისგან ფეხსაცმლის კერვით. იმ პერიოდში ფაბრიკაში მუშაობს 47 ადამიანი.

1948 წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ ადოლფმი და რუდოლფი სერიოზულად ჩხუბობენ და იღებენ გადაწყვეტილებას კომპანიის გაყოფის თაობაზე. თითოეულ მათგანს გაყოფის შედეგად ხვდება თითო ფაბრიკა. მათი საერთო გადაწყვეტილებით არცერთი არ გამოიყენებს კომპანიის ძველ დასახელებას და დასლერის ფეხსაცმლის ლოგოს.

ადოლფი თავის კომპანიას არქმევს ადდასს Addas, ხოლო რუდოლფი Ruda –ს. ცოტა ხანში კომპანიების დასახელებები იცვლება და სახელებით ადიდასი (Adidas) და პუმა (Puma).

ამის შემდეგ ძმები მთელი სიცოცხლის მანძლილზე აღარ რიგდებიან. მათ შორის მომხდარი კონფლიქტის მიზეზები უცნობია. მათი კომპანიები ხდებიან ერთმანეთის კონკურენტები.

განსაკუთრებულად ადიდასის და პუმას ურთიერთმტრობა იგრძნობა იმ პერიოდის მშობლიურ ქალაქში, სადაც ორივე მათგანს ჰყავს საკუთარი ფეხბურთის გუნდი, თანამშრომლები დადიან სხვადასხვა გასართობ ადგილებში და მათი შვილები სწავლობებ სხვადასხვა სკოლებში.

1949 წელს ადოლფი ქმნის პირველ რეზინის მოსახსნელ შიპებიან ბუცებს. იგი ანახლებს ძველ საქმიან ურთიერთობებს რის შედეგადაც 1952 წელს ხელსინკის ოლიმპიადაზე სპორცმენები გამოდიან ადიდასის ბუცებით.

ოლიმპიადის შემდეგ ადოლფი იღებს გადაწყვეტილებას ბუცების გარდა მთელი სპორტული ეკიპირების წარმოების დაწყების შესახებ. თავდაპირველად ადიდასი იწყებს სპორტული ჩანთების გამოშვებას. ამის შემდეგ ადოლფის კომპანია ახალ პარტნიორთან – ტექსტილის ფაბრიკის მეპატრონესთან ვილი ზელტერნაიხთან ერთად იწყებს სპორტული სახელოების გასწვრივ 3 ზოლიანი კოსტუმების გამოშვებას, რომელიც მალე ხდება პოპულარული.

1954 წელს ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე ადიდასის სპორტულ ფეხსაცმელში გამოწყობილი გერმანიის ნაკრები პირველად ხდება მსოფლიო ჩემპიონი.

ამ გამარჯვებით ადოლფს უჩნდება იდეა ადიდასის რეკლამის სტადიონზე განთავსების. 1956 წელს იგი აფორმებს ხელშეკრულებას მელბურნის ოლიმპიური თამაშების დროს ადიდასის რეკლამის განთავსების თაობაზე. ამავე პერიოდში იწყებს იგი სხვა ქვეყნებში ადიდასის წარმოებაზე ხელშეკრულებების გაფორმებას.

1960 წლის რომის ოლიმპიადაზე მსუბუქი მძლეოსნობის სპორცმენების უმეტესობა გამოდის საასპარეზოდ დიდასის სპორტულ ფეხსაცმელში. ასევე ხდება ტოკიოს ოლიმპიადაზე. 1968 წლის მეხიკოს ოლიმპიადაზე ადიდასის აღჭურვილობით გამოსულმა სპორცმენებმა აიღეს 37 ოქროს , 35 ვერცხლის და 35 ბრინჯაოს მედალი.

1972 წელს ადიდასი ხდება მიუნხენის ოლიმპიადის ტიტულოვანი სპონსორი.

1975 წელს ადოლფ დასლრი ხდება პირველი არაამერიკელი "ამერიკული სპორტული საქონლის ასოციაციის" საპატიო წევრი.

1978 წელს ადოლფ დასლერს გარდაცვალების გამო კომპანიის ხელმძღვანელობა გადადის მისი მეუღლის კატერინას ხელში.

კატერინა საკმაოდ კარგად ართმევს თავს ადიდასის ხელმძღვანელობას, რადგან მეუღლის სიციცხლეშივე იგი წლების მანძილზე მონაწილეობს კომპანიის ადმინისტრაციულ საკითხებში და საქმის კურსშია ფირმის საქმეებზე. 1984 წელს კატერინას გარდაცვალების გამო ადიდასის მმართველობა გადადის შვილის – ხორსტ დასლერის ხელში. იგი 51 წლის ასაკში ამთავრებს სიცოცხლეს.

ამის შემდეგ კომპანია გადადის დების ხელში, რომლებიც არ არიან გარკვეული ამ სფეროში და 1989 წელს ყიდიან ადიდასის 80% აქციებს ფრანგული კლუბის მფლობელს ბერნარდ ტაპის.

იმ პერიოდში ადიდასი გამოდის მოდიდან და აღიქმება როგორც ძველი ბრენდი, რომელსაც იცმევდნენ მშობლები. ბაზარზე ჩნდებიან ახალი სპორტული ბრენდები, რომლებიც დიდ კონკურენციას უწევდნენ ადიდასს.

1993 წელს კომპანიაში მოდის ახალი მენეჯერი. იგი და პეციალისტების ახალი ჯგუფი იწყებს ადიდასის ახალი ისტორიის წერას.

პირველი, რასაც ახალი მენეჯერი აკეთებს, სამუშაოთ იბირებს დიდი რაოდენობით საუკეთესო სპეციალისტებს კონკურენტი ფირმებიდან (ნაეკი (Nike) და რებოკი ( Reebok)). ამის გარდა იგი ორიენტაციას იღებს სპორცმენების გარდა ჩვეულებრივ მომხმარებელზე გათვლილ პროდუქციაზე. იწყებს ადიდასის მაღაზიების ქსელის შექმნას და მათში ფირმის ინოვაციური პროდუქტის გაყიდვას.

1996 წელს ადიდასი, ისევე როგორც ადრე, გამოდის ოლიმპიური თამაშების გენერალური სპონსორის რანგში. ეს ხელს უჭყობს პროდუქციის გაყიდვების 50% – ით ზრდას. განსაკუთრებული ყურადღება მენეჯერების მხრიდან ეთმობა თანამედროვე პროდუქციის შექმნას, რითაც კომპანია იმსახურებს ახალგაზრდების დიდ სიმპათიას.

1997 წელს ადიდასი ყიდულობს ზამთრის სპორტის პროდუქციის მწარმოებელი ფრანგუს კომპანია სალომონს. ამჟამად კონცერნს ეწოდება სააქციო საზოგადოება "ადიდას–სალომონი" ( Adidas – Salomon AG).

2005 წელს ადიდას–სალომონი ყიდულობს რიბოკის (Reebok) აქციების 100%.

დღევანდელ დღეს ადიდასი ერთ–ერთი უმსხვილესი სპორტული ბრენდია მთელს მსოფლიოში.

Geronia


Blog Widget by LinkWithin

0 კომენტარი:

Post a Comment

საიტის მასალის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია ლინკის მითითება.
 
 
ელ.ფოსტა: mygeronia@gmail.com