ქართული საიტების ტრანსლიაცია LIVE

მოგწონთ ეს ბლოგი?

ქსეროქსი (Xerox), ბრენდის ისტორია

კომპანიის ქსეროქსი (Xerox) ისტორია იწყება 1906 წლიდან, როდესაც ნიუ–იორკის შტატში შეიქმნა ახალი კომპანია The Haloid Company, რომლის საქმიანობასაც წარმოადგენდა ფოტოქაღალდის წარმოება და გაყიდვა.

გარკვეული პერიოდის განმავლობაში კომპანიის განვითარება მიმდინარეობდა ზომიერი ტემპებით.

1938 წელს პროფესიით ადვოკატმა და გატაცებით გამომგონებელმა ჩესტერ კარლსონმა თავის ლაბორატორიაში შექმნა მსოფლიოში პირველი "ელექტროფოტოგრაფიკული" ანაბეჭდი. გამომდინარე იქიდან, რომ იგი კარგად ერკვეოდა საავტორო უფლებებში, კარლსონმა 1942 წელს დააპატენტა თავისი გამოგონება. მაგრამ გავიდა რამდენიმე წელი, სანამ მწარმოებლები დაინტერესდენ მისი ტექნოლოგიით.

1947 წელს კომპანია The Haloid Company ყიდულობს  ჩესტერისგან ელექტროფოტოგრაფიაზე ყველა უფლებას. შემდეგ წელს კი ტერმინი კომპანიის მიერ იცვლება უფრო ლამაზად ჟღერადი ტერმინით – "ქსეროგრაფია". ტერმინი წარმოდგება ბერძნული სიტყვებისაგან "xeros" – "მშრალი" და "grapho" – "წერა". სწორედ ამავე პერიოდში იქმნება სავაჭრო ნიშანი ქსეროქსი (Xerox).

1949 წელს გაყიდვაში გამოდის პირველი ქსეროკიპირებადი აპარატი სახელით – Model A. პროდუქცია იმდენად წარმატებული აღმოჩნდა კომპანიისათვის, რომ იგი იღებს გადაწყვეტილებას თავის ძირითად საქმიანობად ქსეროგრაფიის გამოცხადების შესახებ . 1958 წლის 16 აპრილიდან კომპანია იცვლის სახელს და ირქმევს – Haloid Xerox Inc.

1959 წელს კომპანია ქსეროქსი უშვებს  მოწყობილობას – Xerox 914. იგი წარმოადგენს პირველ, საოფისე, მთლიანად ავტომატურ კოპირების აპარატს, რომელიც იყენებს ჩვეულებრივ ქაღალდს. ეს აპარატი გამოსვლისთანავე სარგებლობს საოცარი წარმატებით. 

1961 წლის 18 აპრილიდან ქსეროქსის კომპანია იწოდება როგორც Xerox Corporation

1970 წელს კორპორაცია აფართოებს საქმიანობის სფეროს  მონაცემთა დამუშავების  მიმართულებით და ქმნის კვლევით ცენტრს – Xerox Computer Services, რომელიც მდებარეობს კალიფორნიის შტატში პალო–ალტოში. ცენტრის განვითარებისათვის კორპორაცია ყიდულობს კომპანიას Scientific Data Systems, რომელიც დაკავებულია გამოთვლითი სისტემებით. 

ქსეროქსის კვლევით ცენტრს  ეკუთვნის ბევრი ახალი გამოგონება.

Scientific Data Systems ერთ–ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევას წარმოადგენს კომპიუტერის თაგვი (Mouse) და გრაფიკული ინტერფეისი, განხორციელებული 1974 წელს კომპიუტერზე Xerox ALTO. მაგრამ არც ერთი და არც მეორე  გამოგონებით  ქსეროქსის კომპანიის ხელმძღვანელობა არ დაინტერესდა, რადგან ვერ დაინახა მათში ვერანაერი პერსპექტივა.

სამაგიეროდ ამ მიღწევებით დაინტერესდა სტივ ჯობსი, რომელიც ლაბორატორიაში იყო მისული მეგობრული ვიზიტით. ჯობსი მაშინვე მიხვდა, რომ მის წინაშე იყო გენიალური გამოგონება.

ქსეროქსის ხელმძღვანელობა სამწუხაროდ  ძალიან გვიან მიხვდა თავის შეცდომას. შედეგად კომპანია  ეფლი (Apple Computers) >> გახდა პირველი კომპანია, რომელმაც თავისი კომპიუტერები აღჭურვა გრაფიკული ინტერფეისით და მაუსით.

1975 წელს  კომპანია უშვებს პირველ ფაქსის აპარატს ჩვეულებრივი ქაღალდისთვის – Xerox Telecopier 200.


1977 წელს გამოდის პირველი ლაზერული პრინტერი Xerox 9700, რომელიც გამოირჩევა ბეჭდვის მაღალი სისწრაფით.  

1980 წელს ქსეროქსის კომპანია უშვებს პირველ მრავალფუნქციური მოწყობილობა – პრინტერიქსეროქსისკანერი.

ამავე წელს ხდება კომპანიიდან ჯგუფის გამოყოფა დამოუკიდებელი კომპანიის Adobe >> სახით, რომელიც შემდგომში ხდება ლიდერი გრაფიკული და პოლიგრაფიული პროგრამული უზრუნველყოფის ბაზარზე.

2002 წელს კომპანია უშვებს ციფრულ საბეჭდ მანქანას – iGen3.

კომპანია ქსეროქსის გამოგონებებმა უდიდესი როლი შეასრულა ლაზერული პრინტერების  და კომპიუტერული ქსელების განვითარებაში.

მაგრამ მთავარი კონკურენტი კომპანიისათვის აღმოჩნდა არა IBM, არამედ იაპონური მწარმოებელი – ქენონი (Canon), რომელმაც ამერიკის ბაზარზე შეიტანა იაფი პროდუქცია, რითაც ქსეროქსმა დაკარგა კოპირების აპარატების აბსოლუტური ლიდერის წოდება.  

კომპანია ქსეროქსის იდეები და პატენტები უდევს საფუძვლად მრავალჯერადი ელექტრონული ქაღალდის SmartPaper შექმნას.

დღევანდელ დღეს კომპანია ქსეროქსი (Xerox) რჩება საოფისე მოწყობილობების  ერთ–ერთ უმსხვილეს მწარმოებლად მსოფლიოში. კოპირების აპარატების გარდა იგი უშვებს პრინტერებს, ფაქსის აპარატებს და ბევრ სხვა საოფისე მოწყობილობას.  აგრეთვე კომპანია აწარმოებს საკანცელარიო საქონელს.

მსოფლიოს 160 ქვეყანაში ქსეროქსის კომპანიაას გააჩნია წარმომადგენლობები.

Geronia

განათავსეთ თქვენი კომპანიის რეკლამა საიტზე.  ფასები და პირობები>>   

შეგიძლიათ იხილოთ ფარმაცევტული კომპანიები საქართველოში >>
Blog Widget by LinkWithin

1 კომენტარი:

Anonymous said...

Xerox Corporation /ˈzɪərɒks/
არა უშავს, თავიდან მეც არ ვიცოდი თუ ზეროქსი იყო და არა ქსეროქსი

Post a Comment

საიტის მასალის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია ლინკის მითითება.
 
 
ელ.ფოსტა: mygeronia@gmail.com