ინტერნეტ თამაშის ქაუნთერ სტრაიკი (Counter Strike) ისტორია იწყება 1999 წლის იანვარში, როდესაც მელ ლი მინ ლემ (Minh Le) იგივე გუზმენმა (Gooseman), რომელიც მონაწილეობდა Action Quake2 – ის მოდის შექმნაში, გადაწყვიტა პროექტიდან წასვლა.
ერთ მშვენიერ დღეს, მინ ლეს ინტერნეტში ტერორიზმის შესახებ ინფორმაციის ძებნისას თავში მოუვიდა საინტერესო იდეა იმასთან დაკავშირებით, რომ ტერორიზმის თემა შეიძლება აღმოჩნდეს არაჩვეულებრივი სიუჟეტი თამაშისთვის.
მალევე მინ ლე და მისი ნაცნობი კლიფი (Cliffe) იწყებენ მუშაობას ახალი თამაშის შექმნაზე. ლე იწყებს თამაშის გრაფიკაზე მუშაობას.
იმავე წლის გაზაფხულზე ინტერნეტში გამოჩნდა პირველი საიტები, რომლებიც ეძღვნებოდა მომავალ თამაშს. საიტის საშუალებით ლე ჰპირდებოდა მომხმარებლებს არაჩვეულებრივ თამაშს, რომელზეც ოცნებობდნენ მოთამაშეები. ამიტომ პირველივე ანონსმა მოთამაშეების დიდი ინტერესი გამოიწვია.
1999 წლის 15 მარტს მინ ლიმ პირველად გაახმოვანა მომავალი თამაშის სახელი– ქაუნთერ სტრაიკი (Counter Strike) .
იმავე წკის 19 ივლისს გამოვიდა თამაშის ბეტა ვერსია 1.0. იმ ფაქტმა, რომ თამაშის გადმოწერა ოფიციალური საიტიდან შესაძლებელი იყო სრულიად უფასოდ, მოთამაშეებში დიდი პოპულარობა გამოიწვია.
თამაშის პირველი სერვერი გაჩნდა იმავე წლის შემოდგომაზე. მოთამაშეების აუდიტორია თანდათან იზრდებოდა. პარალელურად მინ ლე აგრძელებდა თამაშის ბეტა ვერსიაზე მუშაობას და უშვებდა ახალ–ახალ ვერსიებს, რაც მომხმარებლების უფრო მეტ დაინტერესებას და მათი რიცხვის ზრდას იწვევდა.
1999 წელს წამყვანი ინტერნეტ საიტების გამოკითხვების შედეგად ქაუნთერ სტრაიკი დასახელდა წლის ყველაზე პოპულარულ ინტერნეტ თამაშად.
გარკვეული პეიოდის შემდეგ კომპანია Valve გამოაცხადა გადაწყვეტილება თამაშის მატერიალური და მორალური მხარდაჭერის შესახებ. მეხუთე ბეტას შექმნაში ჩაერთო კომპანია Barking Dog Studios. ერთობლივ სამუშაოებზე Valve – მ გამოჰყო ფინანსები, რომელიც საკმარისი იყო არა მარტო კოდების გაწმენდისთვის, არამედ თამაშის დასახვეწადაც. შედეგად, ცოტა ხანში გამოვიდა თამაშის ახალი ვერსია. თამაშის პოპულარობა საოცრად სწრაფად გაიზარდა და 2000 წლის 8 ნოემბერს გამოვიდა ფინალური ვესია Counter-Strike 1.0.
იმავე 2000 წელს Valve – მ გამოაცხადა ქაუნთერ სტრაიკის ერთი ადამიანის სათამაშო ვერსიის "Counter-Strike: Condition Zero" გამოსვლა .
2004 წლის ოქტომბერში გამოვიდა Counter-Strike Source , რომელიც დაწერილია მეორე Half-Life ძრავაზე.
Geronia
Geronia
1 კომენტარი:
magrad mevaseba cs da ar vicodi istoria :D:D:D.madlob avtors
Post a Comment